კალათბურთი

2:15 | 15.02.2021 | ნანახია 936 - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი NCAA-ში

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ „გოლდენ იგლსი“ დაძაბულ ბრძოლაში 57:51 დაამარცხა, ხოლო ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა.

მამუკელაშვილმა 37 წუთში 11 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან მხოლოდ 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„სეტონ ჰოლს“ Big East-ის კონფერენციაში 9 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს, ხოლო მთლიანად სეზონში 12 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა. მომდევნო შეხვედრაში მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები 18 თებერვალს, „დეპოლს“ დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:00 | 15.02.2021
zviadi-shxefi (6306)

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტზე რომ დაიდება მერე გადმოაკოპირებს ვიღაც. დანარჩენები აქ მოკვდნენ!

16:32 | 15.02.2021
O. Mertskhali (8101)

ბითაძეზე როდის დაწერთ, პეისერსს რომ ვაგინო ))

0.12446