თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურში „ქონიასპორმა“ „დენიზლისპორს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 სძლია, ლევან შენგელია კი საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველმა ნახევარმცველმა მე-80 წუთზე ფლანგზე დიდებულად ითამაშა, მეტოქეს გასცდა და ისეთი პასი გააკეთა, იესე სეკიდიკას ცარიელ კარში გატანის გარდა, არაფერი დარჩენოდა. ქართველმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში 76-ე წუთიდან ითამაშა.
შენგელიას მიმდინარე სეზონის 21 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა, ხოლო „ქონიასპორი“ 27 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.