ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში გაშვებული გოლების კუთხით ანტირეკორდი აქვს. „ტოტენჰემმა“ ბოლო ორ მატჩში 8 გოლი გაუშვა, რაც პორტუგალიელის საქმიანობაში პირველად მოხდა.
„მამლებმა“ ჯერ ინგლისის ასოციაციის თასზე „ევერტონთან“ 4:5 წააგეს, ხოლო გუშინ პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდნენ (0:3).
Opta-ს ცნობით, მოურინოს გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ ორ თამაშში 8 გოლი პირველად გაუშვა. მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემი“ არასტაბილურია, მომდევნო მატჩს კი ევროპა ლიგაზე ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერის“ წინააღმდეგ 18 თებერვალს ჩაატარებს.