ფეხბურთი

23:18 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ხარაიშვილი უნგრულ გუნდში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი კარიერას „ფერენცვაროშში“ გააგრძელებს. ინფორმაცია უნგრული გუნდის ვებგვერდმა ოიციალურად დაადასტურა. 24 წლის შემტევმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და წარადგინეს.

ხარაიშვილი 2018 წლიდან შვედური „გიოტებორგის“ ღირსებას იცავდა და 70 თამაშში 20 გოლი გაიტანა და გასულ წელს შვედეთის თასი მოიგო. მანამდე ის „საბურთალოს“ შემადგენლობაში ირჯებოდა.

რაც შეეხება „ფერენცვაროშს“ უნგრული გუნდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და მას უკრაინელი სპეციალისტი სერგეი რებროვი წვრთნის. მიმდინარე სეზონში თეთრ-მწვანეები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც თამაშობდნენ და ხარაიშვილის გარდა, იქ კიდევ ერთი ქართველი, ლაშა დვალი თამაშობს.

0.117675