აშშ-ის ღია პირველბის ჩემპიონს, ავსტრიელ დომინიკ თიმს დიდი ბრძოლა გადახდა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან შეხვედრაში. პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ, თიმმა თამაშის შემობრუნება შეძლო და მომდევნო სამ სეტში გამარჯვებით, მეოთხე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა.
„ნიკს პირველად შევხვდი, მის ფავორიტ კორტზე, ასეთი საოცარი მაყურებლის წინაშე. ეს იყო ეპიკური შეხვედრა, რომელიც მაყურებელს ლოკ-დაუნის წინ ვაჩვენეთ“, - განაცადა თიმმა, ვინც 4-6 4-6 6-3 6-4 6-4 გაიმარჯვა.
მელბურნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბოლო დღეებში გამოვლენილი ინფიცირების ფაქტების გამო, მელბურნ პარკის ტრიბუნები სულ ცოტა, ხუთი დღით, ცარიელი იქნება.
პირველ ორ სეტში, კორტზე კირგიოსი დომინირებდა. თიმი გაჭირვებით ახერხებდა მაყურებლის მხარდაჭერით გამხნევებული მეტოქის შეტევების მოგერიებას, რაც აშკარად არ იყო საკმარისი და ეს შედეგშიც აისახებოდა.
კორტის მიღმა, ლოკ-დაუნის გამოცხადების მოწინააღმდეგე ასეულობით მაყურებელი პროტესტს გამოხატავდა, მაგრამ ცხენოსანმა პოლიციამ პროტესტანტები დაშალა. დაშლა იმ მომენტს თითქმის დაემთხვე, როცა თიმმა მეტოქეს ალღო აუღო და თამაშის შემობრუნება დაიწყო.
კირგიოსმა გაიბრძოლა, მაგრამ მესამე ნომრად განთესილი მეტოქის შეტევების შეჩერება აღარ გამოუვიდა. მხოლოდ ის შეძლო, რომ ჯავრი ჩოგანზე იყარა. მაგრამ ამან მის თამაშს ვერაფერი უშველა...