„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი პეპ გვარდიოლა ინგლიის პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ხოლო ამავე გუნდის ნახევარმცველი ილქაი გუნდოგანი საუკეთესო ფეხბურთელად.
„სიტიმ“ გასულ თვეში პრემიერლიგაში ექვსიდან ექვსი თამაში მოიგო და ესპანელის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. პეპმა პრემიერლიგის თვის საუკეთესო სპეციალისტის ჯილდო კარიერაში მერვედ მოიგო.
გუნდოგანმა იანვარში 6 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა და კარიერაში პირველად დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვრის შემდეგ (სერხიო აგუერო) „სიტის“ პირველი წევრია, ვინც ეს ჯილდო მოიგო.
მიმდინარე სეზონში გერმანელ ნახევარმცველს ყველა ტურნირზე 11 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი შეასრულა.