კალათბურთი

10:57 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძემ "ბორაცში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა

სერბულ “ბორაცში” დუდა სანაძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის გუნდი კორაჩის თასის 1/4 ფინალში ბელგრადში „პარტიზანს“ დაუპირისპირდა, 4-ქულიანი სხვაობით 72:76 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

დუდა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მან მოედანზე არასრული 17 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა. სანაძემ ოთხივე ქულა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო, აქედან ორი ბოლო წუთზე.

აღსანიშნავია, რომ პლუს/მინუს კოეფიციენტი საუკეთესო სანაძეს ჰქონდა გუნდში (+6).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125591