ჩოგბურთი

2:40 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მესამე წრეში გავიდა

რაფაელ ნადალმა დღეს თავის ტრავმასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გაფანტა მას შემდეგ, რაც მეორე წრის შეხვედრა იოლად, 6-1 6-4 6-2 მოუგო ავსტრალიის ღიაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვედრილ ამერიკელ მაიკლ მოს.

ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ნადალს წელის ტრავმა აწუხებს, რომლის გამოც, ATP-ს თასზე თამაში ვერ შეძლო. მას ტკივილი მელბურნში თამაშის დაწყებამდეც აწუხებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, დიდი სლემის 21-ე ტიტულისკენ უკვე ორი ნაბიჯი გადადგა.

რეიტინგის 177-ე საფეხურზე მდგარ ამერიკელთან შეხვედრაში, ნადალს ტრავმის კვალიც არ ეტყობოდა. ესპანელი წაღმა და ხელუკუღმა დარტყმებით უმოწყალოდ ბომბავდა მეტოქეს, რომელსაც ისღა დარჩენოდა, სტატისტის როლში დარჩენილიყო.

ნადალს ავსტრალიის ღია პირველობა ერთხელ, 2009 წელს აქვს მოგებული. მას კარიერაში დიდი სლემის ტურნირების 20 ტიტული ააქვს მოპოვებული, ზუსტად იმდენი, რამდენიც როჯერ ფედერერს. ამასთან, შვეიცარიელი წელს მელბურნში არ თამაშობს.

ნადალს მესამე წრეში ბრიტანელ კამერონ ნორიესა და რუს რომან საფიულინს შორის გამარჯვებულთან თამაში მოუწევს.

0.114987