ფეხბურთი

0:18 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს ჩემპიონია (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნი“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია. როგორც მოსალოდნელი იყო, ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება მოახერხა.

ფინალში „ბაიერნი“ მექსიკურ „ტიგრესს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 იმარჯვა. გადამწყვეტი გოლი კი 59-ე წუთზე ფრანგმა მცველმა ბენჟამენ პავარმა გაიტანა და მიუნხენურ გიგანტს ბოლო რვა თვეში მეექვსე ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

„რეკორდმაისტემა“ ამ პერიოდში ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო! „ბაიერნი“ კონკრეტულად ამ ტიტულს მეორედ დაეუფლა, პირველად 2013 წელს. თუმცა, იგივე ანალოგი ჰქონდა მანამდე საკონტინენტთაშორისო თასსაც, რომელიც მიუნხელებმა 1976 და 2001 წლებში მოიგეს და ამრიგად, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ ტიტულს თავის ისტორიაში მეოთხედ დაეუფლა.

აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში ეგვიპტურმა "ალ აჰლიმ" ბრაზილიური "პალმეირასი" პენალტების სერიაში 3:2 (0:0) დაამარცხა.

„ბაიერნი“ – „ტიგრესი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პავარი (59)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115171