თბილისის „საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარადა რუსულ „ტომს“ დაუპირისპირდა. ამ კლუბის ღირსებას ქართველი ნახევარმცველი თენგიზ წიქარიძე იცავს, ხოლო მთავარი მწვრთნელი ვეტერანი რუსი ფეხბურთელი ალექსანდრ კერჟაკოვია.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ლევან კორღალიძის გუნდმა რაფიქ ამინუს ერთადერთი გოლით სძლია, რომელმაც თავი მე-40 წუთზე გამოიჩინა. ამრიგად, „საბურთალომ“ შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. იქამდე, თბილისელები უკრაინულ „ოლექსანდრიას“ დაუზავდნენ (1:1).
„საბურთალო“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 14 თებერვალს კიდევ ერთი რუსული გუნდის, „ორენბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.
„საბურთალო“ – „ტომი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ამინუ (40)