ფეხბურთი

16:52 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელებმა მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანა მიწოლით გაიყვანეს (+VIDEO)

„ბრაგას“ მცველმა დავიდ კარმომ „პორტუსთან“ მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო. მას დაზიანება ლუიშ დიასმა მიაყენა, რომელიც კარში ურტყამდა და კარმო მას ხელს უშლიდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ტრავმა პორტუგალიელმა მცველმა მიიღო.

დაზიანება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ პირდაპირ მინდორზე სასწრაფო დახმარების მანქანის მობილიზება გახდა საჭირო და ფეხბურთელი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საინტერესო ისიც არის, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას მინდორზე პრობლემა შეექმნა და ფეხბურთელების მიწოლა გახდა საჭირო, რათა დაძრულიყო...

0.141188