ფეხბურთი

16:19 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტომას მიულერს კორონავირუსი დაუდასტურდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ტომას მიულერს კორონავირუსი დაუდასტურდა. გერმანელმა ფეხბურთელმა ტესტზე დადებითი პასუხი დღეს მიიღო და თვითიზოლაციაშია.

რა თქმა უნდა, მიულერი „ბაიერნს“ უახლოეს მატჩებში გამოჯანმრთელებამდე ვერ დაეხმარება და მათ შორის დღეს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშიც ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და მექსიკური „ტიგრესის“ ფინალური მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.131682