ავსტრალიის ღია პირველობას ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა ტურნირშიც გამოეთიშა. ქართულ გერმანული დუეტი ხუან სებასტიან კაბალისა და რობერტ ფარას წყვილს დაუპირისპირდა და სამ სეტში: 7:6, 6:7, 4:6 დამარცხდა.
შეხვედრა 2 საათსა და 49 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა და ანდრე ბეგემანმა სენსაცია ვერ მოახდინეს. მათ პირველი განთესვის მქონე კოლუმბიურ დუეტთან მატჩ-პოინტიც ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს და ავსტრალიის ღია პირველობა ქართველი სპორტსმენის გარეშე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 დღის წინ ერთეულთა ტურნირზეც ასპარეზობდა, თუმცა ამერიკელ ტომი პოლისთან დამარცხდა.