„მილანის“ ხორვატმა ახალწვეულმა, 34 წლის მარიო მანჯუკიჩმა, ტვიტერის საკუთარ გვერდზე გუნდის ვარჯიშზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ანტე რებიჩთან და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთადაა გამოსხული. წარწერით: „მოემზადე, იშრომე, შეასრულე.“
მანჯუკიჩი „მილანის“ ფეხბურთელი 19 იანვარს გახდა. ის ლომბარდიულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ გადავიდა და ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, ერთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით.