„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ჟურნალისტებს მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს პოსტიდან სავარაუდო წასვლის შესახებ ესაუბრა.
8 თებერვალს იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში გაცხადდება დარჩება თუ არა რინო თავის თანამდებობაზე.
„ჩვენ მწვრთნელის გვერდით ვართ. მისი გვჯერა. ახლა ყოველი ქულისთვის ვიბრძვით. დასკვნებს კი სეზონის შემდეგ გავაკეთებთ.“ - ციტირებს ჯუნტოლის სიტყვებს RAI Sport.
შეგახსენებთ, რომ 21-ე ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს ცხრილში 37 ქულით მეექვსე ადგილზეა.