NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ბრუკლინში კევინ დიურანტის გარეშე მყოფ „ნეტსს“ დაუპირისპირდა და 94:104 დამარცხდა.
პირველი ნახევრის შემდეგ ქართველი კალათბურთელის გუნდი 32 ქულას აგებდა, თუმცა სტუმრებმა საბოლოდ ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს.
ბითაძემ პარკეტზე 13 წუთი გაატარა, რა დროშიც: 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან მხოლოდ ორჯერ შეუტია და ორჯერვე ჩააგდო. გოგა ორჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.
ნიუ ჯერსის სულ არ უგვრძვნია დიურანტის არყოფნა, რომელიც კორონავირუსის პროტოკოლის გამო იზოლაციაში იმყოფება, რადგან მის არყოფნაში გუნდს „ბრუკლინ ნეტსის“ კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, კაირ ირვინგმა ულიდერა, რომელმაც 17-დან 17 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში კი 35 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.
“პეისერსიდან“ ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი გამოდგა, რომელმაც 35 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი მიითვალა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.
„ინდიანას“ 12 მოგების საწინააღმდეგოდ 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბითაძე და მისი თანაგუნდელები 12 თებერვალს, „დეტროიტ პისტონსთან“ ჩაატარებენ.