ფეხბურთი

18:52 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

თურქული შეკრების მეორე მატჩი – "დილა" ,,ქიზილქუმს” შეხვდება

თურქულ შეკრებაზე, რიგით მე-2 მატჩს, დილა უზბეკეთის სუპერლიგის კლუბ ,,ქიზილქუმთან“ გამართავს. მატჩი თურქეთის ქალაქ ანტალიაში 11 თებერვალს არის დაგეგმილი. შეხვედრის დაწყების ზუსტ დროს და პირდაპირი ტრანსლირების საკითხს მოგვიანებით შეგატყობინებთ.

მეტოქე კლუბის შესახებ:

კლუბი 1967 წელს დაარსდა და მის უმრავლესობას ადგილობრივი კადრები წარმოადგენენ. ,,ქიზილქუმს” ამ მომენტისთვის ოფიციალურ შემადგენლობაში 4 ლეგიონერი ჰყავს, საიდანაც 3 ქართველია და სამივე მათგანი კლუბს სულ ახლახანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა. საუბარია ექსდილელ ფორვარდ მათე ვაწაძეზე და გულშემატკივრისთვის ასევე კარგად ცნობილ ელგუჯა გრიგალაშვილსა და გიორგი კუხიანიძეზე, მეოთხე ლეგიონერი კი რუსი ცენტრალური მცველი ოლეგ ტოლმასოვია.

გასული სეზონი გუნდმა 14 გუნდიანი ჩემპიონატის 11-ე პოზიციაზე დაასრულა.

FCDILA.GE

თეგებიგორის დილა
0.1113