ფეხბურთი

18:06 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინი მოედანს უბრუნდება

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გამოჯანმრთელდა და ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო. 29 წლის ბელგიელის შესახებ „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა და მცირე კომენტარში განაცხადა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.

„კევინი გამოჯანმრთელდა და მან უკვე დაიწყო ვარჯიში, თუმცა არა გუნდთან, არამედ ინდივიდუალურად. თავს მშვენივრად გრძნობს და აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა ტრავმა 20 იანვარს გამართულ „ასტონ ვილასთან“ მატჩში მიიღო, რომელიც „სიტიმ“ 2:0 მოიგო. ბელგიელს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 3 გოლი და 15 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120223