ფეხბურთი

15:30 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძემ ეროვნული ლიგის კლუბი ჩაიბარა

საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე დაინიშნა. ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ცეცაძემ გიორგი მიქაძე შეცვალა, რომელმაც კლუბი დატოვა. 46 წლის სპეციალისტი ბოლოს უკრაინულ „ლვოვში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებსა და მცირე ხნით „საბურთალოს“ ავარჯიშებდა.

ცეცაძეს ასევე უმუშავია საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში, თბილისის „ლოკომოტივსა“ და გორის „დილაში“, ხოლო „სამტრედიას“ 2015-2017 წლებში აქამდეც ავარჯიშებდა და გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია - 2016 წელს საქართველოს ჩემპიონობა მოაპოვებინა.

0.137728