საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ჯაბა კანკავას "ვალანსიენმა" სტუმრად ლიგა 1-ის ბინადარი "რეიმსი" 4:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ჯაბამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, რომლის ღირსებას 2015-2017 წლებში იცავდა, შესანიშნავად ითამაშა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე გეგანმა 83-ე წუთზე შეცვალა, როდესაც მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, რადგან "ვალანსიენი" 4:1-ს იგებდა. თუმცა, დარჩენილ დროში ჯაბას გარეშე ორი გოლი გაუშვეს და ბოლოს "რეიმსმა" მეოთხე გოლის გატანის შანსი ვერ გამოიყენა. "ვალანსიენმა" ბეწვის ხიდზე გაიარა და გეგანმა ნამატჩევს კანკავას შესახებ კომენტარი გააკეთა:
"ჯაბას გაყვანამ ჩვენს თამაშში დისბალანსი გამოიწვია, მაგრამ ყვითელი ბარათის მისი შენარჩუნებაც მნიშვნელოვანი იყო, რათა "ტრუასთან" შეხვედრაში დანამდვილებით ჩვენს განკარგულებაში ყოფილიყო", - თქვა გეგანმა.
შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა საფრანგეთში ცოტა ხნის დაბრუნდა და "ვალანსიენის" ძირითად შემადგენლობაში ფეხი უმალ მოიკიდა. მეტიც, ის გუნდისთვის შეუცვლელ წევრად იქცა და უკვე მოასწორ 5 მატჩის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ახალ გუნდში ერთი თვის გადასულიც არ არის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი მაგრამ თუ ჯაბას გარეშე თამაშმა ბალანსი დაკარგა ეგ ჩემისები მანამ როგორ თამაშობდნრნ ჯაბა სანამ არ იყო გუნდში ??
მაგარია ასე კარგად რომ დაიწყო !
თავის დროზე არ უნდა აბარგებულიყო რეიმსიდან, მალევე დაბრუნდა უმარლეს დივიზიონში ეგ გუნდი
ხო მეც გამიკვირდა მაშინ, თან ასაკიც არ ქონდა ისეთი.