ფეხბურთი

21:21 | 9.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ბოსნიური მეტოქე დაამარცხა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე მატჩი ბოსნიური „ბორაცის“ წინააღმდეგ გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებაც მოიპოვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბათუმელებმა მეორე ნახევარში უპირატესობა ხელთ იგდეს და ორი ლამაზი გოლი გაიტანეს. ორივე ვლადიმერ მამუჩაშვილმა, რომელმაც ჯერ ჯარიმა დაარტყა უნაკლოდ, მერე საჯარიმოს მისადგომებიდან ფანტასტიკური გოლი შეაგდო. სხვათა შორის, ის მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდა.

„დინამო ბათუმმა“ თურქეთში მეორედ ისპარინგა, პირველად უკრაინულ „ლვოვთან“ ფრეს გამორჩა (1:1), ხოლო მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, რუსულ „არსენალთან“ გამართავს.

„დინამო ბათუმი“ – „ბორაცი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (64), 2:0 მამუჩაშვილი (71)

0.125322