ფეხბურთი

20:53 | 9.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "არ ვიცი ამას რატომ აკეთებენ, მაგრამ შეუძლიათ მესიზე ისაუბრონ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა France Football-ის შესახებ ისაუბრა, რომლის პირველ გვერდზე „პარი სენ ჟერმენის“ ფორმაში ლიონელ მესის პოსტერი გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, ნიდერლანდელ სპეციალისტს არ სიამოვნებს, რომ მისი გუნდის ფეხბურთელებს სხვა კლუბს ასე ხშირად და დაუფარავად უკავშირებენ.

„არ ვიცი ამასრატომ აკეთებენ. თუ მათ სურთ ლეოზე და მის მომავალზე ისაუბრონ, გააკეთონ ეს. ახლა „ლიონის“ მწვრთნელიც იწყებს ლაპარაკს, როგორც ჩანს, მას მოსწონს პრესასთან საუბარი და მთავარი გმირობა, მაგრამ ჩემზე იგივეს ვერ გეტყვით. რუდი გარსია ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ“, - თქვა კუმანმა.

შემდეგ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კომენტარი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე გააკეთა, რომლის მწვრთნელი ამსტერდამის „აიაქსში“ იყო და მისი კარიერის საწყის ნაბიჯებს კარგად იცნობს.

„მასთან 19-20 წლის ასაკში ვმუშაობდი. მან დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია ასაკის მიუხედავად, მაინც შესანიშნავი ფეხბურთელია. მენტალურად ის გამარჯვებულია, ეს ხდის გადამწყვეტს. რასაც აკეთებს, უკვე დიდი ხანია წარმოუდგენელია, თითქმის ყველაფერი მოიგო და ის ყველაფერს იმსახურებს“, - განაცხადა კუმანმა.

0.120014