ფეხბურთი

15:05 | 9.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ პორტუგალიის ჩემპიონატის მთავარმეგოლეს დაადგა თვალი

„ლივერპულის“ სამიზნე ლისაბონის „სპორტინგის“ 22 წლის ნახევარმცველი, პედრუ გონსალვეში გახდა - გვამცნობს Mirror.

წყაროს მტკიცებით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მერსისაიდელები უკვე ესაუბრნენ ფეხბურთელს და ზაფხულში მის გადაბირებას შეეცდებიან.

პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში გონსალვეშმა 15 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასით გამოირჩა. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

„სპორტინგი“ კი პორტუგალიურ პრიმეირაში 45 ქულით პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109234