ფეხბურთი

13:19 | 9.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრესპომ „დეფენსას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

არგენტინის ნაკრების ყოფილიმა ვარსკვლავმა, ერნან კრესპომ თავისი ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ ტოვებს „დეფენსა ი ხუსტისიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს.

არგენტინის პრიმერას მიმდინარე სეზიონში მისმა გუნდმა პლეი-ოფში ვერ გააღწია. მათ ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავეს. მეტოქეებად კი „კოლონი,“ „ინდეპენდიენტე“ და „სენტრალ კორდოვა“ ჰყავდათ.

კრესპო „რივერ პლეიტის“ აღზრდილია. კარიერის განმავლობაში „პარმაში,“ „ლაციოში,“ „ინტერში,“ „ჩელსიში,“ „მილანსა,“ და „ჯენოაში“ უთამაშია. 17 ტიტული მოუგია, მათ შორის ლიბერტადორესის თასი, უეფას თასი, გაუმარჯვია ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატებში.

გაუწვრთნია იტალიური „მოდენა“ და არგენტინული „ბანფილდი.“ „დეფენსაში“ 2020 წლიდან მუშაობდა.

0.117013