ფეხბურთი

0:47 | 9.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. „რეკორდმაისტერმა“ ნახევარფინალში როგორც მოსალოდნელი იყო, ეგვიპტური „ალ აჰლი“ ადვილად დაამარცხა.

მატჩის გმირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. პოლონელმა ფორვარდმა მე-17 და 85-ე წუთებზე, შესაბამისად სერჟ გნაბრისა და ლეროი სანეს პასებით დუბლი შეასრულადა საკუთარ გუნდს ფინალში გაუძღვა.

„ბაიერნს“ ეს ტიტული 1976, 2001 და 2013 წლებში აქვს მოგებული ფინალში კი მექსიკურ „ტიგრესს“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ მექსიკის გუნდი და კონკაკაფის წარმომადგენელი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პირველად გავიდა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი 11 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117561