ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ "სეტონ ჰოლის" ქართველი ლეგიონერი სანდრო მამუკელაშვილის დასახელდა. კარიერაში და მიმდინარე სეზონში მეორედ.
გასულ კვირაში სანდრომ ორჯერ ითამაშა და ორჯერვე გუნდის ლიდერი იყო. „პროვიდენსთან“ მან 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო „კონეკტიკუტთან“ 22 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. შედეგად, მისი საშუალო მონაგარი ამ კვირაში 21 ქულა, 7 მოხსნა, 2.5 პასი, 1.5 ჩაჭრა გამოდგა და კვირის MVP-ს წოდება დაიმსახურა.
აქვე გეტყვით, რომ „სეტონ ჰოლს“ Big East-ის კონფერენციაში 8 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს, ხოლო მთლაინად სეზონში 11 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები 15 თებერვალს, „მარკეტ იგზლის“ წინააღმდეგ გამართავენ.