თბილისის „საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა და უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ოლექსანდრიას“ გაეჯიბრა.
ლევან კორღალიძის გუნდი მატჩის დასაწყისშივე ჩამორჩა ანგარიშში, თუმცა, შემდეგ სიტუაცია გამოასწორა. ბოჰდანის მე-19 წუთზე გატანილ პენალტს იური ტაბატაძემ 74-ე წუთზე უპასუხა და საბოლოოდ ფრე - 1:1.
„საბურთალოს“ მომდევნო სპარინგ მატჩი 11 თებერვალს „ტომსკის“ წინააღმდეგ ელოდება.
„საბურთალო“ - „ოლექსანდრია“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ბოჰდანი (19), 1:1 ტაბატაძე (74)