უელსის ნაკრების ექს კაპიტანი სემ უორბარტონი 6 ერში ცვლილების მომხრეა. მან BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნული საკითხზე კომენტარი გააკეთა. 32 წლის სემი იტალიის ნაკრებს აკრიტიკებს და გამოსავალს დაწინაურება-დაქვეითების სისტემაში ხედავს. ეს კი შანსია საქართველოს მსგავსი გუნდებისთვის, თუმცა თავად ტურნირის ორგანიზატორები უახლოეს მომავალში ცვლილებებს გამორიცხავენ.
აღსანისნავია ის ფაქტიც, რომ 6 ერის გახსნით მატჩში იტალია "სტადიო ოლიმპიკოზე" საფრანგეთს დაუპირისპირდა და 40-ქულიანი სხვაობით 10:50 დამარცხდა. ეს კი „სკუადრა აძურასთვის“ 6 ერის პირველობაზე ზედიზედ 28-ე მარცხი გამოდგა.
"ვფიქრობ, რომ ცვლილებების დროა. ეს მხოლოდ ერთი თამაშის ბრალი არ არის. იტალიის ნაკრების თამაშის ხარისხი 6 ერის დონეს ბოლო წლებია არ შეესაბამება. ასე ისინი კონკურენტუნარიანები ვერ იქნებიან. ჩემი აზრით, ექვსი ერის ტურნირზეც უნდა იყოს დაწინაურება-დაქვეითების სისტემა.
თუ საქართველო კვლავ მოიგებს ტურნირს მეორე ეშელონში და იტალია ბოლო ადგილზე გავა - დაინიშნოს პლეი-ოფი. იტალიას მივცეთ კიდევ ერთი შანსი, ეს თამაში იტალიაში გაიმართოს. ვფიქრობ, ამ თამაშს ტელევიზიით ბევრი მაყურებელი ეყოლება. თუ ამას არ გავაკეთებთ, ტურნირის დონე უკან წავა.", - განაცხადა უორბარტონმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გუნდური სახეობებიდან მხოლოდ კალათბურთის დაფინანსებას ვემხრობი. ასევე შესაძლეველია წყალბურთის დატესტვაც.
ასეთი სტატიები კომუნისტურ პროპაგანდას გავს.
ექვსი ერი არა ცელი!!!
სისულელეებს შეეშვით და ჯობია მთავრობის მიმართ გააძლიეროთ მოწოდებები რომ ფეხბურთის მსგავსად უმაქნისი სპორტის დაფინანსება შეწყდეს ბიუჯეტიდან!!!
არანაირი სურვილი არ მაქვს ვაფინანსო 50 კაცის ტურისტული ვოიაჟები!!!
შეიგნეთ რომ 30 წელი საკმარისზე მეტია რომ ადამიანმა დაინახოს ამა თუ იმ საქმის პერსპექტიულობა!
და იტალიასთან რა შანსი გვაქვს...
ეს კარგია, მაგრამ მსგავსი მხარდაჭერა და გამოსვლები მხოლოდ უკვე ყოფილი მორაგბეებიდან და ყოფილი ჩინოვნიკებიდან ისმის. შე ოჯახაშენებულო, აქტიურ რაგბის როცა თამაშობდი და როცა კინაღამ ფრე გეთამაშეთ თქვენსავე სტადიონზე, მაშინ სად იყავი? მაშინ ამოგეღო ხმა.