ფეხბურთი

12:42 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "იმედია, შემდეგ ჯერზე სავსე "ენფილდზე" მოვიგებთ"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულის“ განადგურების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

„ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც აქ არის სჭიროა. იმედია, შემდეგ ჯერზე, როცა ტრიბუნებზე ქომაგები იქნებიან, გამარჯვებას მოვახერხეთ. „ენფილდი“ ყოველთვის შთამბეჭდავია, მაგრამ გულშემატკივრებთან ერთად ასეთი მატჩები კიდევ უფრო დასამახსოვრებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, კიდევ ერთი სამი ქულა, მაგრამ უფრო მეტად მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ მას შემდეგ გავიმარჯვეთ, რაც პენალტი ვერ გავიტანეთ და გოლი გავუშვით. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გაშვებული გოლის შემდეგ რეაქციას.

ჩვენ არ შეგვიძლია ვითამაშოთ ისე, როგორც „ლივერპული“ თამაშობს. უფრო ნელი ტემპით ვთამაშობდით პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ და დანარჩენი მოთამაშეთა ოსტატობამ შეასრულა.

ფილ ფოდენი არის ფეხბურთელი, რომელიც ბურთს ძალიან კარგად ფლობს. ის არის ძალიან აგრესიული, მაგრამ ამავე დროს ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა. დროთა განმავლობაში ის სხვანაირად თამაშსაც ისწავლი. მესამე და მეოთხე გოლების დროს შესანიშნავად იმოქმედა. ვიცით, რომ დიდი ტალანტია, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და მას აქვს ზრდის შესაძლებლობა.

დიახ, დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ჯერ თებერვალია. რა თქმა უნდა, მეხუთე ადგილთან ახლა დიდი სხვაობა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლოს ვართ მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურთან. სეზონის ამ პერიოდში ზედიზედ 10 მოგება განსაკუთრებული რამეა. დღეს ამაზე საუბრობსი დროა, მაგრამ ხვალიდან მომდევნო მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ.

პენალტები ახლა ჩვენთვის პრობლემაა. დაუშვებელია ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში პენალტი ვერ გავიტანოთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს. შეიძლება ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ შემდეგ ჯერზე პენალტი ედერსონმა დაარტყას“, - თქვა გვარდიოლამ.

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგას 50 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 5 ქულით უსწრებს, თან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „სიტიმ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-14 თამაში მოიგო და „პრესტონის“ 1892 და „არსენალის“ 1987 წლის მიღწევა გაიმეორა. ცნობისთვის, პეპ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოიგო მიჯრით 14 თამაში. კონკრეტულად პრემიერლიგაში „ქალაქელთა“ გამარჯვებების სერიამ უკვე 10-ს მიაღწია. სხვათა შორის, „სიტიმ“ „ენფილდ როუდზე“ 2003 წლისა და ბოლო 29 მატჩში პირველად იმარჯვა.

0.121012