ფეხბურთი

10:55 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტიგრესმა" ისტორია დაწერა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია (+VIDEO)

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მექსიკური „ტიგრეს უნალი“ ითამაშებს, რომელმაც ნახევარფინალში კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული „პალმეირასი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩის გმირი ვეტერანი ფრანგი ფორვარდი პიე-ანდრე ჟინიაკი გახდა, რომელმაც 54-ე წუთზე პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა. „ტიგრესი“ ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში და უფრო მეტიც, კონკაკაფის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო.

„პალმეირასს“ რაც შეეხება, ზუსტად ორი კვირის წინ ლიბერტადორესის თასი მოიგო, მაგრამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა.

„ტიგრესი“ ფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონ მიუნხენის „ბაიერნისა“ და აფრიკის ჩემპიონ, ეგვიპტურ „ალ აჰლის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების ნახევარფინალი დღეს, 22:00 საათზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ტურნირზე მეხუთე ადგილი მასპინძელმა, ყატარულმა „ალ დუჰაილმა“ დაიკავა, რომელმაც აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი „ულსან ჰიუნდაი“ 3:1 დაამარცხა.

0.117491