ფეხბურთი

10:20 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლობჯანიძემ სამხრეთ კორეასა და ემირატებს ისევ ყაზახეთი ამჯობინა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე სავარაუდოდ კარიერას კოსტანაის „ტობოლში“ გააგრძელებს. ყაზახური მედიის ცნობით, მხარეები კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან.

როგორც ცნობილი გახდა, ლობჯანიძეს სამხრეთ კორეიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ჰქონდა წინადადებები, ყველაზე მეტად კი ყაზახური „ასტანა“ აქტიურობდა, მაგრამ ბოლო მომენტში „ტობოლის“ ხელმძღვანელებმა ქართველი ფორვარდის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება დაიწყეს და კონტრაქტის გაფორმებასთანაც ძალიან ახლოს არიან.

შეგახსენებთ, ელგუჯა ლობჯანიძე გასულ სეზონში „კაისარის“ ღირსებას იცავდა და 13 მატჩში გატანილი 8 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, თუმცა, კლუბთან კონტრაქტი ნოემბერში ამოუწურა და მას შემდეგ უგუნდოდ იმყოფება. რაც შეეხება „ტობოლს“ ამ გუნდში ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა თამაშობდნენ, მაგრამ ორივე მათგანმა კლუბი დატოვა.

0.13279