ფეხბურთი

22:23 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ „ლივერპული“ სტუმრად გაანადგურა

პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „ენფილდზე“ „ლივერპულს“ ეწვია, 4:1 მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა.

პირველ ტაიმში, 36-ე წუთზე, მანჩესტერელმა იკლაი გიუნდოგანმა პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა შემდეგ შეცდომა გამოასწორა და დუბლი მიითვალა. მის გარდა გოლები რაჰიმ სტერლინგმა და ფილ ფოდენმა გაიტანეს.

მასპინძელთაგან თავი მო სალაჰმა გამოიჩინა.

„სიტის“ ახლა 50 ქულა მოუგროვდა და 5 პუნქტით უსწრებს მეორე საფეხურზე მდგომ თანაქალაქელ „იუნაიტედს,“ თანაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

„ლივერპული“ 40 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118644