ყატარულმა „ალ დუჰაილმა“ სამხრეთკორეულ „ულსანს“ 3:1 მოუგო და ყატარში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილ დაიკავა. ყატარულ კლუბს საფრანგეთის ნაკების ყოფილი მოთამაშე, საბრი ლამუში წვრთნის.
ამ ამტჩში ერთი ისტორიული ფაქტიც მოხდა. მამაკაცთა შეხვედრა ფიფას ეგიდით პირველად იმსაჯა ქალ მსაჯთა ბრიგადამ.
მთავარი არბიტრი ბრაზილიელი ედინა ალვეშ ბატისტა გახლდათ, თანამსაჯები მისი თანამემამულები ნეუსა ბაკი და მირანდა დე ალმეიდა იყვნენ.