ფეხბურთი

20:51 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კეინი „ტოტენჰემის“ ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა

პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში „ტოტენჰემმა“ 2:0 მოუგო „ვესტ ბრომვიჩს.“ ერთი ბურთი ჰარი კეინმა გაიტანა. ეს 27 წლის შემტევისთვის „ტოტენჰემის“ მაისურით გატანილი 208-ე გოლი აღმოჩნდა. ამისდაკვალად მან „დეზების“ ბომბარდირთა ისტორიულ სიაში მეორე ადგილზე აინაცვალა.

პორტალ OptaJoe-ს ცნობით, ჰარიმ 208 ბურთი 317 მატჩში გაიატანა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს ბობი სმიტს. პირველ ადგილზე კი ჯიმი გრივზია 266 გოლით.

0.114508