ფეხბურთი

21:24 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლაიფციგი" "ლივერპულს" ნეიტრალურ არენაზე უმასპინძლებს

გერმანული „ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულს“ ნეიტრალურ სტადიონზე, ბუდაპეშტში უმასპინძლებს. მიზეზი გერმანიის მთავარობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში დაწესებული შეზღუდვებია.

საქმე ისაა, რომ გერმანიაში 17 თებერვლამდე აიკრძალა შესვლა იმ ქვეყნებიდან, სადაცბოლო ხანებში COVID-19-ის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მათ შორის შედის დიდი ბრიტანეთიც და აღსანიშნავია, რომ გამონაკლისი გერმანიამ არც სპორტსმენებზე დააწესა. შედეგად, „ლაიფციგი“ იძულებული გახდა საშინაო არენაზე უარი ეთქვა.

კლუბების მოლაპარაკებისა და უეფასთან შეთანხმების საფუძველზე ბუდაპეშტი იქნა შერჩეული: „მადლობას ვუხდით ორივე კლუბს მჭიდრო თანამშრომლობისა და დახმარებისთვის პრობლემის მოსაგვარებლად. აგრეთვე უნგრეთის ფეხბურთის ასოციაციას მხარდაჭერისთვის“, - წერია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის აღნიშნული მერვედფინალური დაპირისპირება 16 თებერვალს გაიმართება.

0.125172