კალათბურთი

23:07 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"კაკტუსმა" "მგზავრებს" სძლია

გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-11 ტური დღეს თბილისში გაგრძელდა. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველში “კაკტუსი” და “მგზავრები” შეხვდნენ. ორივე გუნდს სჭირდებოდა გამარჯვება, თუმცა მგზავრებისთვის ამ შეხვედრას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი 10 მატჩიდან 2 გამარჯვებით ბოლო ადგილზე გახლდათ და თითოეულ შეხვედრას მგზავრებისთვის ფასი აქვს.

კაკტუსელები ცხრილის შუაწელში კი არიან, თუმცა იქ ისეთი სიმჭიდროვეა, რომ შესაძლოა 2 წაგებით აუტსაიდერებში აღმოჩნდე. ამიტომაც, არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი კაკტუსი ძალიან მობილიზებული შეხვდა ამ მატჩს და ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვა, მთელი თამაში სტაბილურად ინარჩუნებდა.

კაკტუსელებმა საბოლოოდ სასურველ დასასრულამდე მიიყვანეს მატჩი და მიმდინარე სუპერლიგაში მე-5 გამარჯვება მოიპოვეს – 85:77 (სტატუისტიკა). ჟღენტის გუნდს 26 ქულით ლევან მასხულიამ ულიდერა. 17 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა სანდრო სანაძეს, სამაი ჰეინს-ჯონსმა კი 16 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. მგზავრებში 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჯეიდონ კოჰი, სოსო გოგნაძის ანგარიშზე კი 12 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

GBF.GE

0.112704