ფეხბურთი

21:58 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" გუნდთან ერთად ვარჯიშს ჯერ კიდევ ვერ ახერხებს

ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ ტრავმირებულია. „ეუპენთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვან ჰაეზბრუკმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ჯერ გუნდს ვერ უბრუნდება.

„დიდი ხნის შემდეგ ტრავმირებული ფეხბურთელები ოჯიჯა-ოფოე, დე ბრუინი და ჩაკვეტაძე ჯერჯერობით ვერ ახერხებენ გუნდთან ერთად ვარჯიშს. იმედი მაქვს, რომ იარემჩუკი, კასტრო-მონტესი, ბუკარი და ოლსენი დაგვიბრუნდებიან. საბედნიეროდ, ლაზარეთი ცარიელდება“, - თქვა ვან ჰაეზბრუკმა.

შეგახსენებთ, გიორგი ცაკვეტაძემ ტრავმა სექტემბერში ვენის „რაპიდთან“ მატჩში მიიღო. თავდაპირველად დაზიანება ასეთი მძიმე არ ჩანდა, მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდა კიდეც და ბელგიის ჩემპიონატში ერთი მატჩი შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ დაბრუნება ნაჩქარევი გამოდგა და ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა. მოგვიანებით ქართველმა ნახევარმცველმა დეკემბერში სპარინგმატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლიც გაიტანა, თუმცა ისევ ლაზარეთში მოუწია დაბრუნება.

0.122708