ფეხბურთი

21:25 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" რაფაელ ვარანმა დუბლით მოაგებინა

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „უესკას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში მოიგო, რითაც საჩემპიონო რბოლაში დარჩენა მოახერხა.

ზინედინ ზიდანის გუნდმა წინა ტურში შინ „ლევანტესთან“ წააგო და ფრანგ სპეციალისტს თავს დიდი კრიტიკა დაატყდა. „სამეფო კლუბისთვის“ არც „უესკასთან“ შეხვედრაში მიდიოდა ყველაფერი კარგად და 48-ე წუთზე გალანის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ.

თუმცა, ზიდანს თანამემამულე რაფაელ ვარანმა უშველა, რომელმაც დუბლი გაიფორმა! ფრანგმა უკანახაზელმა ჯერ 55-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და 84-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, რაფაელ ვარანი 21-ე მეორე ფრანგი მცველი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში დუბლი შეასრულა. ბოლოს ეს 2010 წელს აბდულაი კონკოს ჰქონდა გაკეთებული.

მადრიდელებმა 43 ქულა დააგროვეს „ატლეტიკოს“ 7 ქულით ჩამორჩებიან, თან ორი მატჩით მეტიც აქვთ ჩატარებული.

„უესკა“ – „რეალი“ 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 გალანი (48), 1:1 ვარანი (55), 1:2 ვარანი (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110962