რაგბი

18:05 | 6.02.2021 | ნანახია 2702 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ვეცდებით მეტოქე თავიდანვე წნეხში მოვაქციოთ"

რუსეთთან გასამართ მატჩამდე 24 საათით ადრე, ბორჯღალოსნებმა „მიხეილ მესხზე“ ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ გუნდი ამ თამაშს კარგად მომზადებული ხვდება:

„ნაყოფიერი კვირა გვქონდა და ვთვლი, რომ კარგად მოვემზადეთ. გუშინ ბიჭებს დასვენების დღე ქონდათ, რაც ძალების აღედგენაში დაგვეხმარა. ველოდებით დინამიურ თამაშს და ვეცდებით შემტევი რაგბი ვაჩვენოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის უპირატესობები, რაც მეტოქესთან გაგვაჩნია. როგორი იქნება თამაშის სურათი, ჩვენზეა დამოკიდებული. საჭიროა, რომ მოვიგოთ ორთაბრძოლები, ვაკონტროლოთ შეჯგუფებები და ამის შემდეგ ხელდახელ თამაშის შესაძლებლობაც გვექნება“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების საშუალო ასაკი 24-25 წელია და ფაქტობრივად, ბორჯღალოსნები ხვალინდელ მატჩს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით ჩაატარებენ. შემადგენლობასთან დაკავშირებით მწვრთნელმა განაცხადა:

„მეორე ხაზში ვიხილავთ ლაშა ჯაიანისა და გიორგი ჯავახიას წყვილს. ჯაიანს ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი ჰქონდა და მისი შემადგენლობაში დაყენებასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილა. ჯავახიას ტრავმები აწუხებდა და „შემოდგომის ერთა თასზე“ უმეტესად შეცვლაზე უწევდა თამაში. ის გუნდს დიდ ენერგიას მატებდა, ახლა კარგ ფორმაშია და იმედი მაქვს თავს კარგად წარმოაჩენს“.

„ზაფხულის შემდეგ ბევრი იშრომა დავით ნინიაშვილმა. ის ძალიან მშრომელია და ეტაპობრივად მივეცით სათამაშო დრო, ახლა კი ძირითადში ყოფნა დაიმსახურა. მესმის, რომ ეს გარკვეულ წნეხთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამოცანას კარგად გაართმევს თავს“.

„გარკვეული შესვენების შემდეგ გვიბრუნდება ზურაბ ჟვანია, რომელსაც გარკვეული პერიოდი ტრავმები ჰქონდა და კლუბშიც ვერ თამაშობდა. გარდა ამისა, ბურჯის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და მისი გარკვეული პერიოდით არყოფნის მიზეზი ესეც იყო. ახლა ის ფიზიკურად კარგადაა და მისგან ჩვეულ სტილში თამაშს ველით“.

ახალი სახეებია რუსეთის ნაკრების შემადგენლობაშიც. მაისაშვილმა მეტოქესთან დაკავშირებით განაცხადა:

„რუსეთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. ისინი მუდმივად ცდილობენ ახალი სახეების შემოყვანას, რათა ჩვენთან არსებული ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახონ. გუნდი ფიზიკურად და ტექნიკურად კარგადაა მომზადებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა კომპონენტში უპირატესობა გვექნება და ვეცდებით მეტოქე თავიდანვე წნეხში მოვაქციოთ“.

„სამწუხაროდ, თამაში უმაყურებლოდ ჩაივლის, რაც რაგბისათვის არატიპიურია. მსგავსი პრაქტიკა „შემოდგომის ერთა თასზე“ გვქონდა. ჩვენ განებივრებული ვართ გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერით, მაგრამ არსებულ სიტუაციასთან შეგუება მოგვიწევს“.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 7 თებერვალს 15 საათზე დაიწყება და რეფერი პორტუგალიელი პაულუ დუარტე იქნება, რომელსაც კიდეებიდან მოლდოველი ეუჯენ პროკოპი და ქართველი შოთა თევზაძე დაეხმარებიან.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:05 | 11.11.2013
slash (4728)

რა განსხვავებაა იოზილს და დევიდ კოპერფილდს შორის?
იოზილი მხოლოდ ძLიერ გუდნებთან ქრება
მაგარი შუტკა გავაძრე

18:29 | 11.11.2013
jokua (3910)

17:46 | 11.11.2013
chamilo (33560)

პრიმერა უფრო მეტ ფეხბურთელებს კარგავს,ნახევარი ესპანეთში მობურთალი ფეხბურთელები ინგლისში მიდიან,აგერ სიტი საერთოდ რამის ესპანური გუნდი გახდა

18:39 | 11.11.2013
deqster (10377)

ვერდაგეთანხმები, ტურე, სილვა, აგუერო გახდნენ ლიდერები... ნავასის გარანტირებული არაფერი აქვს, ნეგრედოს კი ჯეკო ჯობია(ასე რომ მაქსიმუმ 4ფეხბურთელი იანგარიშო)... მთავარი ლიდერი(კომპანი) კი ჰამბურგს წაართვეს...

17:43 | 11.11.2013
S.A.F. (2852)

კაი კაცო ბ./.ოზილ

17:11 | 11.11.2013
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

როგორც ჩემპიონატი ინგლისის ჯობია ყველას, მარა ინდივიდუალურად ესპანეთში უფრო ძლიერი გუნდები არიან...

16:53 | 11.11.2013
arsenal-14 (2185)

r.m.c.f
ეს პრიმერას ფანები რი იძახით ყველას აქვს შანსი ჩემპიონობისო, რატო გგონიათ რო მაგრად ეკაიფებით მაგით პრემიერ ლიგას? არადა მაგის მსგავსიც არავისგან გამიგია მე ) უბრალოდ ყველა აღნიშნავს რო კონკურენცია ეპლში უფრო მაღალია ვიდრე ლა ლიგაში. არ მეთანხმები? მესუთ კრისტალი ხარ )

17:19 | 11.11.2013
El Capitano 7 (35967)

კონკურენცია რო უფრო მაღალია ეგ ხო აგერ სოტონს ჩემპიონობა უნდა მგონი ))))

16:48 | 11.11.2013
El Capitano 7 (35967)

იასნა თანაბარია აბა რა არი ყველა გუნდს შანსი აქ ჩემპიონობის )))))

16:58 | 11.11.2013
chikovansky91 (2776)

რაა მაგაში ცუდი მერე

17:17 | 11.11.2013
El Capitano 7 (35967)

არაფერი რაა ხო არ დამიწერია ცუდია ტქო))))

16:43 | 11.11.2013
komentatori (2299)

პრიმერას გულშემატკივარი ვარ მაგრამ არაფერი ახალი არ უთქვამს მესუთს უფრო მდიდარი გუნდები არიან და შესაბამისად უფრო თანაბარიც. ესპანეთიდან მიყავთ ფეხბურთელები და არა პირიქით.

რამდენაც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ ეს თანაბარი გუნდები ეს უკვე გემოვნების ამბავია

16:39 | 11.11.2013
jokua (3910)

აბა დაიგინე

16:33 | 11.11.2013
RMA FANS (3925)

თქვა ახალი ამანაც ))

16:33 | 11.11.2013
M.U 2015 chven gulebshi darchebi (368)

რატკმაუნდა ინგლისის ჩემპი ყველას ჯობია ესპანეტის ჩემპიონატი არასდროს იყო მაკეტებელი და არც ახლაა

16:27 | 11.11.2013
chikovansky91 (2776)

ახალი თქვი რამე

16:20 | 11.11.2013
gio--83 (4097)

ეს რა თქვი მუსტაფიჩ? მაიცა შემოვიდნენ პრიმერას ფანები)))))))))))

16:17 | 11.11.2013
OLYMPIQUE__LYONNAIS (310)

აქ ამბავი ატყდება ეხლა

16:04 | 11.11.2013
italiafun-juventino (12319)

ავთანდილ შოშიაშვილი ხარ,მუსტაფიჩ? )

15:58 | 11.11.2013
chamilo (33560)

ახალი ამბავი იმიტომაც არის პრემიერ ლიგა ყველაზე ყურებადი მსოფლიოში,სულ კარგი ბრძოლებია

16:39 | 11.11.2013
jokua (3910)

"ყურებადი" მეზიზღება ესეთი სიტყვები. (წარსულში აბიტურიენტი)

0.060217
2702