თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა და 3-თვიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა, ითამაშოს. 28 წლის შემტევი ლარნაკას აეკ-თან დღეს გასამართი მატჩის „ანორთოსისის“ განაცხადშია.
„ოქრიმ“ ბოლოს 12 ნოემბერს, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრაში ითამაშა, ტრავმა მიიღო და მას შემდეგ უთამაშებელია. მიმდინარე სეზონში მას კვიპროსის ჩემპიონატში 8 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.
თორნიკეს გარდა, განაცხადში არიან მურთაზ დაუშვილი, გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია.
„ანორთოსისი“ 43 ქულით მესამე პოზიციაზეა და საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული. აეკ-თან დღევანდელი თამაში 18:00 საათზე დაიწყება.