სხვა

0:15 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარმიშში დაშვების რბოლა დომინიკ პარისიმა მოიგო

სამთო თხილამურებში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, გარმიშ-პარტენკირხენში გამართული დაშვების რბოლა, იტალიელი დომინიკ პარისის გამარჯვებით დასრულდა.

პარისისთვის ეს ერთი წელი ძალიან რთული იყო - შარშან იანვარში მან მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, რბოლა მოგებული არ ჰქონდა. 31 წლის მოთხილამურისთვის დღევანდელი დღე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე და მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებში დაბრუნების დღე გახდა.

პარისმა 0.37 წამით აჯობა ამ სეზონში, დაშვების რბოლებში ყველაზე გამორჩეულ მოთხილამურეს, შვეიცარიელ ბიტ ფოიცს. ამას კიცბუელში დაშვების ორივე რბოლა აქვს მოგებული და გარმიშშიც მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ ორმა მცირე შეცდომამ, მეორე ადგილზე დატოვა.

ფოიცისთვის ეს კარიერაში მსოფლიო თასზე 51-ე კვარცხლბეკია, რომელთაგან 39 დაშვებაზე მოდის. პარისმა კი კარიერაში მე-19 რბოლა მოიგო. ფოიცთან 0.30 წამი წააგო მესამეზე გასულმა ავსტრიელმა მათიას მაიერმა, ვისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში, დაშვებაში მეხუთე კვარცხლბეკია.

მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელიც იტალიის კორტინა დ’ამპეცოში გაიმართება, მამაკაც მოთხილამურეებს კიდევ ერთი ჩქაროსნული რბოლა აქვთ, ამჯერად სუპერ გიგანტში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177034