ფეხბურთი

23:59 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი ჟურნალისტმა გააღიზიანა: "მოდი და პირდაპირ მითხარი, რომ ჩემი წასვლა გინდა!"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი „უესკასთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებმა გააბრაზეს. მან განსაკუთრებით ერთ-ერთ ჟურნალისტს შეუტია და ურჩია, რომ პირდაპირ ეთქვა სათქმელი, არა ზურგს უკან.

ფრანგი სპეციალისტის აზრით, მედიისგან ის მოპყრობა არ დაუმსახურებია, რასაც ბოლო პერიოდში ამჩნევს და ხედავს.

„არ ვიცი ხვალ რა მოხდება, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს გუნდი იმსახურებს ბრძოლის გაგრძელებას, მინიმუმ სეზონის ბოლომდე. საუბრობენ მწვრთნელის შეცვლაზე, ვნახოთ, რა მოხდება. შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ მე ვიქნები პირველი, ვინც იბრძოლებს. ამ ბოლო დროს ძალიან კარგად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია.

„რეალმა“ ლა ლიგა გასულ წელს მოიგო და ამ გუნდს აქვს უფლება ბოლომდე ითამაშეს. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელმაც ლა ლიგა შარშან მოიგო და არა 10 წლის წინ. მხოლოდ პატივისცემას ვითხოვ. პირდაპირ მითხარი, რომ ჩემი წასვლა გინდა და არა ზურგს უკან!

მე კრიტიკას ვიღებ, მაგრამ საჭიროა პატივი სცეთ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ. მიკვირს, როცა მეკითხებით, რატომ ვარ გაბრაზებული, მე არ ვიმსახურებ მედიისგან ასეთ მოყრობას. პირველი ვიქნები, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს, მაგრამ ახლა მინდა ბოლომდე ვიბრძოლო“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალი“ სატურნირო ცხრილში 40 ქულით „ბარსელონასთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და ლიდერ „ატლეტიკოს“ 10 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112244