მაიკ ტისონი და ევანდერ ჰოლიფილდი რინგზე მესამედ შეხვედრას აპირებენ. მათი მეორე ბრძლა, რომელიც 1997 წელს გაიმართა, სკანდალით დასრულდა - რკინის მაიკმა ევანდერს ყური მოაჭამა, რისთვისაც დსკვალიფიკაცია დაიმსახურა.
მაგრამ დღეს ორივეს ის ამბავი დავიწყებული აქვს და ერთმანეთის მიმართაც პატივისცემა აქვთ. მაგრამ მეორე ბრძლის იმგვარად დასრულებამ, ორივეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაუტოვა. მესამე ბრძოლაზე საღერღელი კი მას შემდეგ აეშალათ, რაც ტაისონმა საჩვენებელი შეხვედრა გამართა როი ჯონს უმცროსთან.
ამჟამად ორივე მოკრივე 50 წელსაა გადაცილებული. და დიდი ხანია, პროფესიულ რინგზე არცერთს უბრძოლია. მაგრამ მხოლოდ მათი სახელებია საკმარისი იმისთვის, რომ ორგანიზატორებს და თავად მოკრივეებსაც ზღაპრული მოგება მოუტანოს.
როგორც გამოცემა „სანი“ იუწყება, ტაისონს და ჰოლიფილდს, შესაძლო ბრძოლის ადგილი დუბაიმ შესთავაზა. ამავე გამოცემის წყარო ირწმუნება, რომ ორივე მოკრივეზე წარმოუდგენლად დიდი ჰონორარია გამოწერილი - 200 მილიონი დოლარი.
პრომოუტერები, ვინც ორი ლეგენდარული მოკრივის შეხვედრას ჩარხავს, დარწმუნებულები არიან, რომ ბრძოლის პირდაპირი ჩვენება გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ტაისონის და ჯონსის ბრძოლისა.
შეგახსენებთ, რომ 54 წლის ტაისონი და 52 წლის ჯონსი საჩვენებელ ბრძოლაში გასულ ნოემბერში შეხვდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა ფრედ დასრულდა. რაც შეეხება 58 წლის ჰოლიფილდს, მან ბოლო ბრძოლა 2011 წელს ჩაატარა და დანიელი ბრაიან ნილსენი დაამარცხა.







