ჩოგბურთი

19:52 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ATP Cup: ნახევარფინალში ესპანეთი და გერმანია გავიდნენ

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის თასის მესამე სათამაშო დღეს კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა და საუკეთესო ოთხი ნაკრებს შორის გერმანია და ესპანეთი მოხვდნენ.

ესპანეთის და საბერძნეთის დაპირისპირების პირველი მატჩი პაბლო კარენო ბუსტას და მიხაილ პერვოლარაკისს შორის გაიმართა და პაბლომ იოლად შეძლო მეტოქის დამარცხება - 6:3, 6:4. კარენო ბუსტამ ავსტრალიასთანაც მოიგო თავისი შეხვედრა და ჯერჯერობით დაუმარცხებელია. მეორე შეხვედრაში კი რობერტო ბაუტისტა აგუტი სტეფანოს ციციპასს შეხვდა და ბერძენმა შეხვედრა ანგარიშით 7:5, 7:5 მოიგო. წყვილთა შორის კი ბერძნებმა იმარჯვეს და ამ ტურნირზე პირველად მოახერხეს წყვილებში გამარჯვება. საბოლოოდ ჯგუფში პირველ ადგილზე ესპანეთი გავიდა, მეორეზე - საბერძნეთი, ხოლო მესამეზე - ავსტრალია.

გერმანიის და სერბეთის დაპირსპირებაში გადამწყვეტი მატჩი წყვილებს შორის გაიმართა, რადგან ერთაულთა თანრიგში ფრე დაფიქსირდა. იან-ლენარდ შტრუფმა დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა, ხოლო ანგარიში ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაათანაბრა, რომელმაც გერმანიის ნაკრების ლიდერს ალექსანდრ ზვერევს 6:7, 6:2, 7:5 მოუგო. ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებელ მატჩში ზვერევი და შტრუფი სასიჩს და ჯოკოვიჩს შეხვდნენ. პირველი სეტი გერმანიამ მოიგო 7:6, შემდეგ კი სერბეთმა - 7:5. ტაი ბრეიკზე ბალკანელები 3:0 დაწინაურდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ გამოიყენეს და გერმანელებმა 10:7 მოიგეს.

ნახევარფინალში გერმანია რუსეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება, რომელთა ლიდერებმა დანილ მედვედევმა და ანდრეი რუბლიოვმა ტურნირზე ორიდან ორივე მატჩი მოიგო და კარგ ფორმაში არიან. მეორე ნახვეაფინალში იტალია ესპანეთს შეხვდება. იტალიელებს ფაბიო ფონინი და მატეო ბერეტინი ლიდერობენ.

0.139174