საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში აშშ-ს წარმომადგენელ ტომი პოლს შეხვდება. აღნიშნულ ტურნირზე წილისყრა გაიმართა და უკვე გარკვეულია ყველა წყვილი.
ბასილაშვილი და პოლი ერთმანეთს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ეგიდით გამართულ ტურნირებზე არ შეხვედრილან. ტომი რეიტინგში 53-ე ნომერია, ხოლო ნიკოლოზი - 39-ე.
მიმდინარე წელს ამერიკელმა ჩოგურთელმა დელრეი ბიჩის და მელბურნში გამართული (Murray River Open) ტურნირებზე იასპარეზა და ორ-ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ნიკოლოზმა კი ანტალიაში სამი მატჩი ჩაატარა, ხოლო მელბურნში ერთ შეხვედრა გამართა და წააგო. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი შემდეგ ეტაპზე ჯორდან ტომპსონსა და კასპერ რუდს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
ტურნირის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჟერემი შარდის დაუპირისპირდება, ხოლო რაფაელ ნადალი - ლასლო დიერეს. დომინიკ თიმი მიხაილ კუკუშკინს შეხვდება, ხოლო დანილ მედვედევი ვასეკ პოსპიშილთან გაარკვევს ურთიერთობას.
ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 80 მილიონი ავსტრალიური დოლარია. პირველ წრეში ჩოგბურთელები 100,000 დოლარს 10 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.