ფეხბურთი

18:36 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი ამბავი "ბარსელონასთვის": ანსუ ფატის დაბრუნების ვადა გახანგრძლივდა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელის ანსუ ფატია რეაბილიტაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს. ესპანელი შემტევი იძულებული გახდა ხელახლა გაეკეთებინა ოპერაცია, რადგან მუხლზე პრობლემები გამოვლინდა.

მას პირველი ოპერაცია ჯერ კიდევ ნოემბერში გაუკეთეს მენისკის გაწყვეტის გამო, მაგრამ მუხლზე სითხე ისევ ჰქონდა და მკურნალობაზე კარგად არ რეაგირებას.

გამოჯანმრთელების დრო ცხადია, გაიწელა და პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებს დანამადვილებით გამოტოვებს. სავარაუდოდ, ანსუ მოედანს აპრილის დასაწყისში დაუბრუნდება.

მიმდინარე სეზონში 18 წლის თავდამსხელმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11095