ფეხბურთი

14:05 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

შიში პორტუგალიაში: "პორტუს" ფეხბურთელი მეკარეს შეეჯახა და სიკვდილს გადაურჩა (+VIDEO)

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში, „ბელენენსეში“ – „პორტუს“ (0:0) მატჩში კინაღამ ტრაგედია დატრიალდა. 87-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე სტანისლავ კრიციუკი სტუმართა მცველ ნანუს შეეჯახა.

რუსი კიპერი არ დაზიანებულა, მაგრამ „პორტუს“ 26 წლის ფეხბურთელმა გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარების მანქანით მისი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. რამდენიმე ფეხბურთელმა ტირილიც დაიწყო...

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. „პორტუმ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნანუ თავს კარგად გრძნობს და ყველაფერი რიგზეა.

თეგებინანუპორტუ
0.122939