კალათბურთი

12:59 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის სამმაგი დუბლი და "ლეიკერსის" უნაკლო მეორე ტაიმი (+VIDEO)

NBA-ში ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ „დენვერ ნაგეტსი“ დამაჯერებლად დაამარცხა და ლებრონ ჯეიმსს ბრწყინვალე თამაში გამოუვიდა.

„ლეიკერმა“ „დენვერთან“ პირველი ორი პერიოდი წააგო და შესაბამისად, ტაიმიც (12 ქულით), მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ აბსოლუტურად გარდაქმნილი გავიდა პარკეტზე და საბოლოოდ, 114:93 იმარჯვა.

ამ დაბრუნებაში ლებრონს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მან 35:27 წუთში 27 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი მიითვალა, შესაბამისად, სამმაგი დუბლი გაიფორმა. ლებრონს მხარი ყველაზე უკეთ გერმანელმა დენის შრიოდერმა აუბა, რომლის ანგარიშზე 21 ქულა და 4 პასია. „დენვერში“ ჯამალ მიურეი გამოირჩა 20 ქულით, 3 მოხსნით და 5 პასით.

ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში 17 მოგებით და 6 წაგებით მეორე ადგილზეა და 7 თებერვალს „დეტროიტს“ შეხვდება, ხოლო „დენვერი“ იმავე კონფერენციაში 12 გამარჯვებით და 9 მარცხით მეოთხე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 6 თებერვალს, „საკრამენტოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116814