სხვა

12:29 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუზი კორტესი მესის არ ღალატობს

ბრაზილიელ მოდელ სუზი კორტესს ფრიად უცნაური საფეხბურთო გემოვნება რომ აქვს, საყოველთაოდაა ცნობილი. სუზის საფეხბურთო თვალსაზრისით მისი სამშობლოს უმთავრესი მომტერნე ქვეყნის, არგენტინის შვილი, ლიონელ მესი ყავს გულში ჩავარდნილი და უმთავრეს საქომაგო ობიექტადაც სწორედ ლეო აურჩევია.

შეიძლება გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ლეო მესის კატალონიის “ბარსელონადან“ აბარგებაზე ჭორები გავრცელდა, სუზი იმუქრებოდა, თუ მესი სხვაგან წავა, მე ამ ბიჭის ტრფიალებაზე უარს ვიტყვი და მხოლოდ ბრაზილიაში მწვანე მინდვრებზე იმდენი საქომაგო ჯეელი იოფლება, მარტო მაგათი სიყვარული მაქცევს სუპერ-პოპულარულადო.

ახლა კი სუზი კორტესი ამბობს, რომ კატალონიური კლუბი დიდად აღარ ეპიტნავება და ლეო მესის ქომაგობასა და თაყვანისცემას მისი სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაშიც გააგრძელებს. ამ ქალმა ან რამე ისეთი იცის, რაც ჩვენ ჯერ არ გაგვიგია, ანდა “ბარსელონას“ მართლა იმაზე ცუდად აქვს საქმე, ვიდრე წარმოგვიდგენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116777