ფეხბურთი

11:33 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა "ჩელსიში" მოურინიოს მიღწევა გაიმეორა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელს შესანიშნავი სტარტი აქვს და სამ მატჩში გუნდს 7 ქულა მოაპოვებინა. ამასთან, გერმანელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიოს მიღწევა გაიმეორა.

ტუხელის ხელმძღვანელობით „ჩელსის“ გოლი არ გაუშვია და ბოლო მწვრთნელი, რომლის თავკაცობით „არისტოკრატებმა“ საწყის სამ მატჩში გოლი არ გაუშვეს, ჟოზე მოურინიო იყო, რომელმაც ამ შედეგს 2004 წლის აგვისტოში უწია.

ტუხელის „ჩელსი“ ჯერ „ვულვზს“ დაუზავდა (0:0), შემდეგ კი „ბარნლი“ (2:0) და ლონდონურ დერბიში „ტოტენჰემი“ (1:0) დაამარცხა.

„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში 22 ტურის შემდეგ 36 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108015